გიორგი ბოტკოველი - ქვეყანას გადარჩენისთვის ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულება სჭირდება - დეოლიგარქიზაცი არის ქვეყნის გამოსავალი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ქვეყნის განვითარებისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულება აუცილებელია, თუმცა მიიჩნევს, რომ ოლიგარქიული მმართველობის პერიოდში აღნიშნული ვერ შესრულდება.

მისივე განმარტებით, გამოსავალი დეოლიგარქიზაციაა, რასაც ქართველი ხალხი ბოლომდე მიიყვანს.

"არ ვიცი, ღარიბაშვილი და კობახიძე ბაკურიანით საუბრობენ თუ გუდაურით, ეს კურორტები, რატომ აირჩიეს. აქ არის ერთი რამ, ეს ადამიანები ყველანი არიან გამოკიდებული საკუთარ სკამს, რატომ? - არა იმიტომ, რომ ხალხზე იზრუნონ და ქვეყანა გადაარჩინონ, არამედ ერთადერთი რამის გამო, ფული, რაც ქვეყანას მოჰპარეს იმის გადარჩენის და იმ ადამიანის გადარჩენის, ვინც მათ მანდატები და იმის საშუალება მისცა, რომ ქვეყანა გაეძარცვათ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

დღეს ქვეყანას სჭირდება გადარჩენისთვის 12 პუნქტის შესრულება, იმისთვის, რომ განვითარდეს. ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის პირობებში ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ხელისუფლება რამენაირად ხელს შეუწყობს ამ პუნქტების შესრულებას. ხელის შემშლელი არის ოლიგარქია, დეოლიგარქიზაცია არის ამ ქვეყნის გამოსავალი", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ენმ-ს ლიდერებმა დღეს მარტვილში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. მათ ასევე 20-24 ივნისის და აქციების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ 3 ივლისს დაგეგმილ აქციას ხალხი მარტვილიდანაც შეუერთდება.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს