ანონსი  28 ივნისი

28 ივნისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვატო შაქარიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მედიატერორი და მედიაბულინგი. დავით ველიჯანაშვილის და ირაკლი ხომასურიძის საქმეები

მის: კოსტავას ქუჩა N 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 ივნისს, 11:00 საათზე, უსინათლოთა თემის წარმომადგენლებთან საქართველოს პარლამენტის წევრის, რატი იონათამიშვილის შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

28 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

საკონტაქტო: თაკო მექვაბიშვილი - 555382204

28 ივნისს 11:00 საათზე, საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N10 (2021 წლის) ანგარიშს წარადგენს.

მის: კახიძის #15

28 ივნისს, 11:55 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრების შეხვედრა გაიმართება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებთან.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

28 ივნისს, 12:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ბათუმში ბრიფინგს გამართავს.

თემა: სანქცირებულ ტვირთიანი გემი ბათუმის ნავსადგურში.

მის: ბათუმი, კლდიაშვილის 10. ( ვაჟა-ფშაველასა და კლდიაშვილის კვეთა), პარტია „დროას“ ოფისი

საკონტაქტო: ნათია ლეთოდიანი - 591007799

28 ივნისს, 13:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) პუბლიკაციის - „სამეგრელო-ზემო სვანეთი: საინვესტიციო პოტენციალის ანალიზის“ პრეზენტაციასა და პოლიტიკური დიალოგის ფორმატის შეხვედრას გამართავს.

მის: წალენჯიხა, „დემოკრატიის ჰაბი“

საკონტაქტო: თამარ კვარაცხელია - 598 53 04 90

28 ივნისს, 13:00 საათზე, ძუძუს კიბოს მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები მოთხოვნით „თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს“ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ.

მის: წერეთლის გამზ #144

საკონტაქტო: ანა მაზანიშვილი - 551 51 11 77

28 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

28 ივნისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დისკუსია - დიალოგი წარსულის შესახებ: შესაძლო გზა კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და ნორმალიზაციისათვის, რომელსაც გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, ბერგჰოფის ფონდის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი დოქტორი ოლივერ ვოლე, თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, პროფესორი გუგული მაღრაძე, სტუდენტები, პროფესორები დაესწრებიან.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ.1 თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, სააქტო დარბაზის ფოიე.

28 ივნისს, 17:30 საათზე, არტ მუზეუმში ღონისძიება გაიმართება, სადაც ხელი მოეწერება მთავრობათაშორის შეთანხმებას USAID-სა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს შორის. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვა და პრესისთვის კომენტარს გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.

მის: გუდიაშვილის 18

საკონტაქტო: მაკა ჯაფარიძე - 599 56 77 33

28 ივნისს, 18.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო