პაატა მანჯგალაძე - არანაირი შინაგანი რწმენა, რომ „ქართული ოცნება“ რამეს დათმობს, ან კომპრომისზე წავა, არ მაქვს

ჩვენ ვართ გეგმების და გააზრებული სტრატეგიების მომხრე, მათ შორის არის საკითხი, რომ ოპოზიციის ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებები უფრო ეტკინება ხელისუფლებას, უფრო მეტი ზეგავლენის მომხდენი შეიძლება იყოს, ვიდრე ერთი პარტიის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის მოსაზრებით, ბევრი გაბრაზებული ადამიანის ქუჩაში გამოსვლის გარეშე ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას არ დათმობს.

„პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებული მთავრობა აუცილებლად უნდა გადამდგარიყო, ვინაიდან, ასეთი მთავრობა არ გვყავს საქართველოში და ძალაუფლება მიტაცებულია და ოლიგარქის ძალაუფლებიდან ჩამოშორება დაგვიწერეს ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთ შესასრულებელ პირობად და ხალხი ამისთვის გამოვიდა გარეთ, ვნახეთ, ევროპის ნაცვლად, თურმე ივანიშვილის ეზოს უკანა ბოსტანი უნდა იყოს საქართველო, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ხალხის ამ მოთხოვნას გავუწიოთ ანგარიში. არანაირი შინაგანი რწმენა, რომ „ქართული ოცნება“ რამეს დათმობს, ან რაიმე კომპრომისზე წავა, მე რომ პარლამენტში დავბრუნდები, ხვალ ხალხის და აქციის გარეშე, არ მაქვს.

კომუნისტებსაც არ უნდოდათ ძალაუფლების დათმობა და გუმბერიძეს პირდაპირ მმართველი ჰყავდა რუსეთში გორბაჩოვის სახით, მაგრამ 100 ათასი ადამიანი რომ გამოვიდა, მათაც მოუწიათ ხალხისთვის ანგარიშის გაწევა და დათმეს ძალაუფლება. ახალს კი არ ვამბობთ არაფერს, იმას ვამბობთ, რაც მომხდარა ამ ქვეყანაში. ილუზია არ შევიქმნათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ასე ადვილად დათმობს. ყველა თმობს ძალაუფლებას იმ შემთხვევაში, როცა რეალური საფრთხის წინაშე დგება სრული ძალაუფლების დაკარგვა. ამის რეალობა უნდა შევქმნათ ჩვენ მშვიდობიანად, არაძალადობრივად, ბევრი გაბრაზებული ადამიანის ქუჩაში გამოსვლით“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით