ირაკლი კობახიძე -  მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანებას, შესაბამისად, განსაკუთრებული საჩქარო არაფერია - გვაქვს დღის წესრიგი და გავყვებით ყველა პუნქტს

ჩვენ ღირსეულად გვეჭირა თავი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ამის შედეგია ის, რომ საქართველოს პირველად, ოფიციალურად მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებზე მსჯელობა საქართველოს ხელისუფლებას ისედაც დაწყებული ჰქონდა, წლის ბოლოს კი, ანგარიშს წარადგენს.

"ეს არის ზუსტად ამ პოზიციონირების დამსახურება, დანარჩენი შევხედოთ მოვლენების განვითარებას. არის კონკრეტული დღის წესრიგი, რომელიც წარმოდგენილია. ეს დღის წესრიგი ისედაც შეთანხმებულია ჩვენსა და ევროკავშირს შორის ოფიციალურ დოკუმენტში, რასაც ერქვა ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგი. ისედაც დაწყებული გვქონდა ამ საკითხების განხილვა, ეს გაგრძელდება და წლის ბოლოსთვის წარვადგენთ ანგარიშს, როგორც ეს არის გათვალისწინებული“, - განაცხადა კობახიძემ.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებას სულ მცირე 14-15 წელი მაინც სჭირდება, შესაბამისად, საქართველოსთვის „საჩქარო არაფერია“.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა. შესაბამისად, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის ძალიან შორი გზა. ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება გაწევრიანებას. შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებული საჩქარო არაფერია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი, მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულება არის საჭირო და დღეს ვართ 45%-ზე, 70%-ზე ავდივართ 2 წელიწადში, 100%-ზე ავალთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი და გავყვებით ყველა ამ პუნქტს“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები