თურქეთი უკრაინას „ბაირაქტარებს“ უფასოდ გადასცემს

თურქული კომპანია „ბაიკარი“ უკრაინას სამ უპილოტო საფრენ აპარატ „ბაირაქტარს“ უფასოდ გადასცემს. მის შესაძენად თანხას შოუმენისა და მოხალისის, სერგეი პრიტულას საქველმოქმედო ფონდი აგროვებდა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

„ბაიკარისთვის“ ცნობილი გახდა, რომ კამპანიამ, „სახალხო ბაირაქტარმა” წარმატებით შეაგროვა თანხა უკრაინელებისთვის სამშობლოს დასაცავად სამი უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar TV2-ის, გადასაცემად. კომპანიისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული თანხა შეგროვდა ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეების ძალისხმევით. „კომპანია „ბაიკარი“ უფასოდ გაგზავნის სამ უპილოტო საფრენ აპარატს უკრაინულ ფრონტზე. ჩვენ ვთხოვთ, რომ სანაცვლოდ, შეგროვილი თანხა მოხმარდეს უკრაინელი ხალხის ბრძოლას “, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, თურქული კომპანიის ეს საჩუქარი 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს