დღეს მადრიდში ნატო-ს სამიტი იწყება

დღეს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ნატო-ს სამდღიანი სამიტი იწყება. ნატო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ალიანსის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა განიხილონ უსაფრთხოების ყველაზე აქტუალური საკითხები და დაამტკიცონ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია.

„მადრიდის სამიტი განსაზღვრავს ნატო-ს სტრატეგიულ მიმართულებას მომდევნო ათწლეულისთვის და შემდგომში, რაც უზრუნველყოფს ალიანსის ადაპტირებას ცვალებად მსოფლიოსთან და მილიარდი ადამიანის უსაფრთხოების დაცვას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სამიტის დღის წესრიგი, სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს იმის განხილვას, თუ როგორ იმოქმედა უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა შეჭრამ და ევროპაში უსაფრთხოების ახალმა რეალობამ ნატოს შეკავებისა და თავდაცვის მიდგომაზე.

სამიტს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების გარდა, მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გუშინ, სამიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ალიანსი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს.

„ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას ნატო-ს უახლოეს პარტნიორებთან, მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისთვის, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის," - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები