პრეზიდენტი საქართველოს პატრიარქს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვატიკანში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართა და განაცხადა, რომ როდესაც მისი „ავემარია“„სიქსტის კაპელაში“ გაჟღერდა, დამტკიცდა, რომ საქართველო ევროპაშია.

გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ერონული თანხმობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც საქმე ერთად კეთდება, ის საქმე გამოდის და „სწორედ ამ ეროვნული თანხმობით შევაბიჯებთ ევროპაში, თუ ვიქნებით ერთიანი და დავივიწყებთ ქიშპობას“.

„მინდა აქედან [ვატიკანიდან] მივმართო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს! თქვენო უწმინდესობავ, თქვენ გუშინ მიანიჭეთ სრულიად საქართველოს დიდი ბედნიერება. როცა თქვენი „ავემარია“ გაჟღერდა „სიქსტის კაპელაში“, მაშინ ჩვენ თქვენთან ერთად და თქვენ ჩვენთან ერთად დაამტკიცეთ, რომ ჩვენ ევროპაში ვართ, ევროპის გულში და ეს ყველასთვის უდიდესი სიამაყე და უდიდესი სიხარული იყო. სიხარული იმ დროს, როცა სასიხარულო ბევრი რამ არ არის ამ ქვეყნად.

მინდა, აქედან მივმართო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და დღეს მომხდარი კიდევ ერთი უსასტიკესი ფაქტის გამო, ჩვენი სრული სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოვხატო. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გუშინდელი სიხარული და ბედნიერება დაფუძნებულია იმ ღრმა იმედზე, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს!

ეს არის ის ნიშანი, როცა საქართველო შემოდის „სიქსტის კაპელაში“, ეს არის დაგვირგვინდება ჩვენი ორი სახელმწიფოს დიპლომატიური ურთიერთობებისა, რომლის 30 წლითავსაც აღვნიშვნავთ დღეს, და როგორც ჩვენი პატრიარქი ამბობს - ეს ჩვენი ორი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ძმობის დაგვირგვინებაცაა.

მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიად საქმეში ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ და რომ დასტური მისი უწმინდესობა, რომის პაპის ფრანჩესკესგან სწორედ მე მომეცა, როცა შარშან ოფიციალური ვიზიტით აქ ვიმყოფებოდი და სწორედ ამ დარბაზში, ერთი წლის წინ, გამოვაცხადეთ ეს უდიდესი და სასიხარულო ამბავი.

კიდევ უფრო ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ საქმის აღსრულებას ყველა სახელმწიფო უწყებების ჩართულობა სჭირდებოდა: დიდი მადლობა ქალბატონ მინისტრს, საპატრიარქოს, საპატრიარქოს გუნდს, საზოგადოების წარმომადგენლებს, ყველას, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა.

ეს არის ის, რაც დღეს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: როცა ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქმეს, ის საქმე გამოდის და გამოდის ყველაზე მაღალ დონეზე.

ეროვნული თანხმობა სხვა არაფერია, სწორედ ეს არის ეროვნული თანხმობა და ამ ეროვნული თანხმობით შემოვაბიჯეთ ევროპაში და ასე შევაბიჯებთ კიდევ ევროპაში, თუ ვიქნებით ერთიანნი და დავივიწყებთ ქიშპობას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო