ანა დოლიძე - კობახიძეს აქვს კონკრეტული ფუნქცია: მას აქვს გამბედაობა თუ არ აქვს სინდისი, ის ამბობს ყველაზე მიუღებელ რაღაცებს, მას საკუთარ თავზე ამის აღება შეუძლია

კობახიძეს აქვს კონკრეტული ფუნქცია - მას აქვს გამბედაობა თუ არ აქვს სინდისი, ის ამბობს ყველაზე მიუღებელ რაღაცებს. მას საკუთარ თავზე ამის აღება შეუძლია, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძისა და მმართველი პარტიის გზავნილია: „ჩვენ დავრჩეთ მაჩანჩალა ქვეყანად“.

„ქართული ოცნების“ გზავნილია: დამშვიდდით, თქვენ მაინც არაფერი გეღირსებათ, არაფერი გამოგივათ, თქვენ მაინც დარჩებით დამლაგებლებად“. ოცნების რიტორიკის ამოცანა რა არის - არეულობა ხომ არ გინდათ, ამიტომ იყავით ასე - ან ხაჭაპურის მცხობელები იყავით, რომ რაღაც რაოდენობის ტურისტებს აქ მივებათ და იმით ვიკვებოთ და სეზონურად 2 „კაპიკი“ ჯიბეში ჩავიდოთ, ან წავიდეთ და დამლაგებლებად ვიმუშაოთ“, - განაცხადა დოლიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნახსენებ დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციას.

„ევროკავშირმა ხაზი გაუსვა დეოლიგარქიზაციის მოთხოვნას და ამის გასაკეთებლად უნდა გავიგოთ რა არის ოლიგარქიული მმართველობა. ბიძინა ივანიშვილი იმ გაგებებიდან მოდის, რა გაგებებიც არის რუსულ ოლიგარქიულ წრეში. იმ გაგებებში არის ასეთი რაღაც - ჩემმა კაცმა უნდა მართოს ესა თუ ის ინსტიტუტი, თუ არადა მას მართავს „სხვისი კაცი“. ჩვენ ხელახლა ვერ აღვზრდით ბიძინა ივანიშვილს და ამ წრეს, მათ ვერ შევცვლით, ვერ ავუხსნით რა არის სახელმწიფო და რა არის მისი გამოშიგვნა. რაღაცებში ნამდვილად წინ ვიყავით, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, მაგრამ ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, გვაქ ვს სიმსივნე. მათ [უკრაინას და მოლდოვას] შეიძლება სტკივათ ფეხი, ხელი - დაბალი ხელფასები, კორუფცია, ჩვენი სახელმწიფოს ორგანიზმი კი გამოშიგნულია. მინისტრი მინისტრი არ არის, მინისტრის მოადგილე მოადგილე არ არის და ამიტომ დაგვისვეს ეს კითხვა. უკრაინაში არის ბევრი წვრილი ოლიგარქი, არის შეჯიბრი მათ შორის და ზელენსკი ახერხებს მათ შორის ილავიროს ისე, რომ მათ სახელმწიფო არ მიიტაცონ, ჩვენთან კი არის ერთი მთავარი ოლიგარქი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა