შალვა პაპუაშვილი - საგაზაფხულო სესია დაიხურა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტი ისვენებს

საგაზაფხულო სესია დაიხურა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტი ისვენებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ იმართება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დახურვის შემდეგ რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომები.

პაპუაშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტები მუშაობას განაგრძობენ.

„ის, რომ პლენარული სხდომები არ არის, არ ნიშნავს, რომ პარლანეტი ისვენებს. პარლამენტში პლენარული სხდომები ერთადერთი ფორმატი არ არის. მიმდინარეობს საკომიტეტო მუშაობა და არიან დეპუტატები, რომლებიც მუშაობენ“,- განაცხადა მან.

რაც შეეხება ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციას, პაპუაშვილი ამბობს, რომ მათგან „უდიდესი ნაწილი სწორედ პარლამეტის განსახორციელებელი იქნება“ და ამაზე იმუშავებენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესია 24 ივნისს დაიხურა. რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა