შალვა პაპუაშვილი - კანდიდატობის სტატუსი არცერთ დამატებით ცენტთან არაა დაკავშირებული, ვინც ამაზე საუბრობს, საზოგადოება შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში - ამის შედეგი შეიძლება იყოს ევროსკეპტიციზმი

ნიჰილიზმს და ევროსკეპტიციზს თესავენ ის ადამიანები, რომლებიც გადაჭარბებულ მოლოდინს ამყარებენ, მათ შორის კანდიდატის სტატუსზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი „არცერთ დამატებით ცენტთან არ არის დაკავშირებული“.

„ის, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულია დამატებითი ფინანსური დახმარება, 14 მლრდ-იანი ბიუჯეტი, თითო სოფელს 5 მილიონი და ა.შ. ყველა სიტყვა, რომელიც ამასთან დაკავშირებით გავიგეთ არის ტყუილი. არცერთ დამატებით ცენტთან არ არის დაკავშირებული კანდიდატობის სტატუსი. ხალხი, რომელიც ამაზე საუბრობს შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში საზოგადოება. ამის მიზანია დაბნეულობის გამოწვევა საზოგადოებაში, რაც არის პროპაგანდისტული ხერხი, როდესაც სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდებით ხდება გონების არევა. საბოლოო ჯამში, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამის შედეგი შეიძლება იყოს ევროსკეპტიციზმი და ნიჰილიზმი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს მიმართ იმ 12 მოთხოვნის შესახებ, რომელიც ევროკომისიის დასკვნით დოკუმენტში იყო აღნიშნული.

„რაც შეეხება 12 პრიორიტეტს, რომელიც დასახელებულია, უმეტესობა ამ პრიორიტეტებისა საბოლოო ჯამში არის პარლამენტის გასატარებელი. საკითხების უმეტესობაზე მიმდინარეობს მუშაობა. თუ ვისაუბრებთ სასამართლო რეფორმაზე, ეს არ არის მხოლოდ ამის ნაწილი, ეს გახლავთ ასოცირების დღის წესრიგის ნაწილი. 2-3 დღის წინ ევროკავშირთან შევათანხმეთ განრიგი ამ საკითხთან დაკავშირებით - სასამართლო რეფორმა, სტრატეგია როდის იქნება შემუშავებული და ა. შ.

რაც შეეხება საარჩევნო საკითხებს, მკაფიოდ არის განსაზღვრული ეუთო/ოდირის დასკვნის საკითხები. აღნიშნული დასკვნიდან ზოგიერთი საკითხი საერთო შეთანხმებით, ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან შეთანხებით არ გავითვალისწინეთ. შეგვიძლია მივუბრუნდეთ ისევ ამ საკითხებს. ამ პროცესს საქმიანად ვუდგებით და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციის და ზოგიერთი აქტივისტის მხრიდან პირველივე პუნქტი, რომელიც წერია, მას გადააბიჯებენ და იწყებენ მეორედან. პირველ პუნქტს რას უშვრებიან, რომელსაც დეპოლარიზაცია ჰქვია? რომელი დეპოლარიზაციის ხელშემწყობი არის მთავრობის გადადგომის მოთხოვნა?“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა