ალეკო ელისაშვილი - რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, მიტინგზე გადაწყვიტა 5- მა კაცმა, რომ მთავრობა შექმნას? - ასე არ ხდება

მიტინგზე გამოსვლის შემდეგ გგონია, რომ მინისტრი და პრემიერ- მინისტრი იქნები, ამის გჯერა და იმის არ გჯერა, რომ დეოლიგარქიზაციას და დეპოლარიზაციას მივაღწევთ?! - ყველას ენერგია მიმართული უნდა იყოს იქით, რომ 12 პუნქტი შევასრულებინოთ "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოთხოვნები მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტების თაობაზე არასერიოზულია. ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ თუ გაწერილ 12 პუნქტს „ქართული ოცნება“ არ შეასრულებს, ამის შემდეგ შეიძლება საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე და სხვა საკითხებზე.

„გულდასაწყვეტია, რომ ამხელა ენერგია წავა გადაუჭრელი საკითხის გადაწყვეტისკენ და ვიცით, ეს რითაც დამთავრდება - არც ღარიბაშვილი წავა და არანაირი ტექნიკური მთავრობა არ იქნება. გულდასაწყვეტია, რომ ეს ძალისხმევის ასხლეტის და გადატანის გზაა. მთელი ძალისხმევა მიტინგის ორგანიზატორებისაც, ოპოზიციისაც, „ქართული ოცნებისაც" მიმართული უნდა იყოს, რომ ის 12 პუნქტი შევასრულოთ, დანარჩენი სხვა ყველა ძალისხმევა ჩემთვის გაუგებარი და არასერიოზულია. რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, მიტინგზე გადაწყვიტა 5- მა კაცმა, რომ მთავრობა შექმნას? - ასე არ ხდება. ანაბანაა პოლიტიკური მეცნიერების რომ მთავრობას აკომპლექტებს ის, ვინც არჩევნებში მიიღებს უმრავლესობას. ჩემთვის გაუგებარია, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს რეალური ჰგონია, რომ ღარიბაშვილს გადააყენებენ, მთავრობას დააკომპლექტებენ, თვითონ იქნებიან მინისტრები და დეოლიგარქიზაცია, ნორმალური სასამართლო და დეპოლარიზაცია მიუღწეველი ჰგონიათ, ეს ჩემთვის გამაოგნებელია,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო