კახა ოქრიაშვილი - მოურავი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან მხოლოდ ფორმალურად გადააყენეს - ის, ფაქტობრივად, დღესაც ასრულებს არაფორმალური თავმჯდომარის როლს

კობახიძე ცდილობს, შეაშინოს და მონობაში ამყოფოს ქართველი ხალხი. 3 ივლისს, ყველანი რუსთაველზე - ვაჩვენოთ ხალხის კონსტრუქციული, მშვიდობიანი ძალა დესტრუქციულ ოლიგარქს! - აცხადებს პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.

როგორც ოქრიაშვილი ამბობს, ახალი, ეფექტური მთავრობის პირობებში, ევროკავშირის კანდიდატის კი არა, წევრი ქვეყნის სტატუსის მიღება სამ წელშია შესაძლებელი.

„გავეცანი ივანიშვილის მთავარი მოურავის, ირაკლი კობახიძის მიერ 27 ივნისს “პალიტრანიუსზე” გაკეთებულ განცხადებებს. ის აშინებს და დასცინის ქართველ ხალხს, ყველა იმ ადამიანს, ვინც 20 და 24 ივნისს დააფიქსირა თავისი ევროპული არჩევანი. კობახიძემ განაცხადა, რომ 20 ივნისის შემდეგ, 24 ივნისს, სულ რაღაც 10 000 კაცი გამოვიდა საპროტესტოდ და თავად თუ მოინდომებს, „ოცნების“ ზღვა მხარდამჭერებს გამოიყვანს. პრორუსულ ხელისუფლებას და ოლიგარქს აღარ გყავთ მხარდამჭერები, ქართველების 90 % ვირჩევთ ევროპას. საზოგადოების მთავარ კითხვაზე, როგორ და ვისი დავალებით მოახვედრა გავრილოვი საქართველოს პარლამენტში? - კობახიძეს პასუხი არ გაუცია. ამ საკითხზე, გამოძიება უნდა დაწყებულიყო შესაძლო ჯაშუშობის, ან სულ ცოტა, ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი საბოტაჟის მუხლით. რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება და რატომ არ არის დაკითხული ირაკლი კობახიძე?! მოურავი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან მხოლოდ ფორმალურად გადააყენეს - ის, ფაქტობრივად, დღესაც ასრულებს პარლამენტში, ანუ ბიძინა ივანიშვილის თეატრში არაფორმალური თავმჯდომარის როლს. ის, რომ ივანიშვილი, თავის მოურავებით, მათ შორის კობახიძით, თავზე დავისვით, ჩვენი, ქართველი ხალხის ბრალია. თვითონ მონა კობახიძე ცდილობს, შეაშინოს და მონობაში ამყოფოს ქართველი ხალხი.

3 ივლისს, ყველანი რუსთაველზე - ვაჩვენოთ ხალხის კონსტრუქციული, მშვიდობიანი ძალა დესტრუქციულ ოლიგარქს!

კობახიძემ ასევე თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად 15 წელი დასჭირდება. ახალი, ეფექტური მთავრობის პირობებში, ევროკავშირის კანდიდატის კი არა, წევრი ქვეყნის სტატუსს მივიღებთ სამ წელიწადში.

დასკვნა - არ უნდა ივანიშვილს ევროკავშირი. მას უნდა დსთ, რუსეთი, ერთ კვირაში. ამის წინააღმდეგ ქართველი ხალხი ვართ!“- განაცხადა ოქრიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო