მადრიდში ნატო-ს სამიტი გაიხსნა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ნატო-ს სამდღიანი სამიტი გაიხსნა. სამიტი ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნეს.

სტოლტენბერგის თქმით, სამიტზე უნდა შეთანხმდეს ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ასევე უნდა განისაზღვროს უკრაინისთვის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი და პროგრესი მიიღწეს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„მადრიდის სამიტი იქნება ფუნდამენტური სამიტი. ჩვენ შევთანხმდებით ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე „მადრიდის სტრატეგიულ კონცეფციაზე“, რომელიც იქნება ნატო-ს სამოქმედო გეგმა მეტად სახიფათო და არაპროგნოზირებად მსოფლიოში.

ამ სამიტზე, ასევე, შევთანხმდებით დახმარების ყოვლისმომცველ პაკეტზე უკრაინისთვის, რათა დავეხმაროთ მათ თავდაცვის უფლების განხორციელებაში. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დახმარება, რადგან უკრაინა დგას სისასტიკის წინაშე, რაც ჩვენ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს.

ასევე, ვიმედოვნებთ, რომ პროგრესს მივაღწევთ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასევე, მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ჩვენი თავის დაცვა შევძლოთ მეტად უფრო სახიფათო მსოფლიოში, მეტი ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ ჩვენს თავდაცვაში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი, წელიწადში 365 დღე - ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
თბილისს ახალი ელეგანტური ადგილი შეემატა - „Royal Tbilisi“
ზღარბი დაბრუნდა - სწრაფი დაგროვებით და ახალი შეთავაზებებით