ირაკლი ქადაგიშვილი - ტექნიკური მთავრობის საკითხი არაკონსტიტუციურია - მიტინგის წამყვანების აზრითა და ხალხის რაოდენობის მიხედვით იცვლება ამ მთავრობის სახელებიც: ხან ტექნიკურია, ხან ერთობისაა, ხან დროებითია, ხან გარდამავალი

ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებული სამუშაოს დიდი ნაწილი შესასრულებელია პარლამენტის მიერ, ოპოზიციას მოვუწოდებთ, პარლამენტში იმუშაონ ამ საკითხებზე და კონსტრუქციულები იყვნენ,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ეროვნული თანხმობის მთავრობის მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად ამის უკან დგას ოპოზიციის მცდელობა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინონ.

„ტექნიკური მთავრობის საკითხი აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია, მიტინგის წამყვანების აზრითა და ხალხის რაოდენობის მიხედვით იცვლება ამ მთავრობის სახელებიც - ხან ტექნიკურია, ხან ერთობისაა, ხან დროებითია, ხან გარდამავალია. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. რეალურად კი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, რომ ქვეყანაში რამენაირად მოახდინონ დესტაბილიზაცია და არეულობის მიღწევა. ეს არ ჯდება ქვეყნის კონსტიტუციური განვითარების ჭრილში და იმ დღის წესრიგში, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს ახალი პერსპექტივიდან გამომდინარე. სამოქმედო გეგმა რომ შესრულდება, ამაზე მკაფიო განცხადებები გაკეთდა. სამუშაოს დიდი ნაწილი შესასრულებელია პარლამენტის მიერ, აქედან გამომდინარე, ოპოზიციას მოვუწოდებთ, რომ ერთადერთი მოთხოვნა მაინც შეასრულონ, პარლამენტში იმუშაონ ამ საკითხებზე და კონსტრუქციულები იყვნენ. როცა საუბარია ოპოზიციის ჩართულობაზე, ძირითადად, ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ ამ პროცესიდან რამენაირად თავი ამორთოს და გაურკვეველ ტექნიკურ და სხვა სახის მთავრობებს იგონებს, რასაც რეალურ კონსტიტუციურ, დემოკრატიულ პროცესთან არანაირი საერთო არ აქვს. ასევე არც დღის წესრიგში არ ჯდება, რაც ევროკავშირ-საქართველოს აქვს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს