კელი დეგნანი - ახლა არ არის დრო საქართველოსა და უკრაინისთვის, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ იყვნენ, ახლა დროა, ორი ქვეყანა გაერთიანდეს ოკუპანტის წინააღმდეგ

უკრაინა იბრძვის თითოეული ქალაქისა და თითოეული სიცოცხლისთვის და ახლა არ არის დრო საქართველოსა და უკრაინისთვის,

იყვნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, ახლა დროა, ეს ორი ქვეყანა გაერთიანდეს ოკუპანტის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა უკრაინელი მაღალჩინოსნების ბრალდებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელთა თქმითაც, საქართველო რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება.

კელი დეგნანის განცხადებით, მსგავსი დისკუსია მთავრობებს შორის დიპლომატიური არხებით უნდა განიხილებოდეს და არა საჯაროდ. როგორც ელჩი აცხადებს, მსგავსი განცხადებების გაცვლა-გამოცვლა საქართველოსა და უკრაინას შორის, ხელს მხოლოდ რუსეთს აძლევს.

„ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და როგორც მე აქამდეც ვთქვი, მსგავსი დისკუსია უნდა გვქონდეს მთავრობებს შორის და არა მედიის საშუალებით. მედიისთვის საწყენად არ ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, უნდა განიხილებოდეს მთავრობებს შორის.

მე მოვისმინე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხა ამ ბრალდებებს და ბატონმა არახამიამ ამ დრომდე არ წარმოადგინა არანაირი მტკიცებულება. ასე რომ, მე მოვუწოდებდი მათ, ეს საკითხი განეხილათ ხელისუფლებებს შორის დიპლომატიური არხებით და შეწყვიტონ ამის საჯაროდ კეთება, რადგან ამ სახის განცხადებების გაცვლა-გამოცვლა საქართველოსა და უკრაინას შორის, მხოლოდ რუსეთს ასარგებლებს. უკრაინა იბრძვის თითოეული ქალაქისა და თითოეული სიცოცხლისთვის და ახლა არ არის დრო საქართველოსა და უკარინისთვის, იყვნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, ახლა დროა, ეს ორი ქვეყანა გაერთიანდეს ოკუპანტის წინააღმდეგ“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. როგორც არახამია აცხადებს, სულ უფრო იმატებს დამადასტურებელი ინფორმაცია, რომელიც მალე საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა