ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ეს პოლიტიკური განაცხადია, რომ ხელისუფლებას არ ეჩქარება და არ თვლის, რომ რაიმე მნიშვნელოვანს ვკარგავთ - ეს არის ძალიან საგანგაშო

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება, მიანიშნებს იმაზე, რომ მმართველი გუნდის წევრები ევროინტეგრაციის პროცესში არ ჩქარობენ.

მისივე თქმით, კობახიძის ეს განცხადება შეიძლება ასევე გულისხმობდეს იმას, 6 თვე ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ოპტიმალურად გამოყენებული არ იქნება და შეიძლება პოლიტიკურად ამისთვის გვამზადებენ.

"ჩემთვის ეს არის პოლიტიკური განაცხადი და პრაქტიკულად საჯაროდ თქმა იმის, რომ ხელისუფლებას ამ პროცესში არ ეჩქარება და ხელისუფლება არ თვლის რომ რაიმე მნიშვნელოვანს ვკარგავთ და თვლის, რომ თუ ეს პროცესი წლობით გადაიწევს არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. ეს არის ძალიან საგანგაშო, იმიტომ რომ ყველა ექსპერტი ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში ამბობს, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ის უნიკალური შანსი, რაც შეიძლება ათწლეულებში ერთხელ დგება და ამიტომ ამ შანსის გაშვება ჩვენ შეიძლება ათწლეულებით დაგვაშოროს იმ პერსპექტივას, რაც წელს ძალიან ახლოს იყო ჩვენთან", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანებას, „შესაბამისად, განსაკუთრებული საჩქარო არაფერია“.

„გვაქვს დღის წესრიგი და გავყვებით ყველა პუნქტს“, - განაცხადა კობახიძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა