„თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი დახურული ღონისძიება დასრულდა - ფილმის პრეზენტაციას ელჩები ესწრებოდნენ

“თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება, რომელიც დახურულ ფორმატში იმართებოდა, დასრულდა.

დღევანდელ ღონისძიებაზე აჩვენეს ქართული ქვიარ ფილმი სახელწოდებით “სველი ქვიშა”.

ფილმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები. კერძოდ კი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ისრაელის ელჩი რან გიდორი, აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.

ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც “პრაიდის” ღონისძიება ტარდებოდა, იმყოფებოდნენ “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები, საპროტესტო აქციას "ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადოება", "ალტ-ინფო" და "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" მართავდნენ.

უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, ასევე განლაგებული იყო რკინის ჯებირები.

დიპლომატებსა და პრეზენტაციის სხვა დამსწრე პირებს სწორედ რკინის ჯებირების გავლით უწევდათ ღონისძიებაზე შესვლა.

“თბილისი პრაიდის” ბოლო ღონისძიება 2 ივნისს, ასევე დახურულ რეჟიმში გაიმართება.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი