თეა ახვლედიანმა კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა აშშ-ს ელჩს, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა აღნიშნული პროცესის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო ხედვები განიხილეს, რაც შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა.

მათივე ცნობით, თეა ახვლედიანი და კელი დეგნანი სტრატეგიული გადახედვის ფარგლებში, ისევე როგორც უწყების კომპეტენციაში შემავალ სხვა აქტუალურ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განახლების საკითხებზე კონსულტაციებს ვაგრძელებთ, რაც უფრო ფართო - საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ნაწილია. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს, რომელთანაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა გვაკავშირებს, შერიგების პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, მის ფარგლებში შემუშავებული ხედვები, მიდგომები, პრიორიტეტები გავაცანით, რაც არსებულ რეალობას და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების საჭიროებებს დაეფუძნება,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა