რომის პაპი - ვლოცულობ, რომ ეს შეშლილი ომი მალე დასრულდეს

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსული ძალების მიერ კრემენჩუკში, ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრში განხორციელებული თავდასხმა დაგმო.

„ყოველდღე გულით ვატარებ ძვირფას და წამებულ უკრაინას, რომელიც განიცდის ისეთ ბარბაროსულ თავდასხმებს, როგორიც იყო კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული დარტყმა”, - განაცხადა პაპმა ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე.

მისი თქმით, ლოცულობს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდეს.

„ვლოცულობ, რომ ეს შეშლილი ომი მალე დასრულდეს და მე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, ნუ დავიღლებით მშვიდობისთვის ლოცვით,”- აღნიშნა პაპმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია