ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერასა და სახელმწიფო უწყებების გაძლიერებას მოიცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა

ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერასა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების გაძლიერებას მოიცავს.

“ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შევხვდი. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც ურყევ მხარდაჭერას მოიცავს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე საქართველოს სახელმწიფო უწყებების გაძლიერებას და დემოკრატიული განვითარების პროცესში მონაწილეობას”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი