თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების თანადგომის ქსელში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების თანადგომის ქსელში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სპეციალური წარმომადგენელი დანიელ მაქსვინი.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა იმ მნიშვნელობაზე, რასაც საქართველოს მთავრობა ანიჭებს 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და მათი ოჯახების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის წარმატებით და ეფექტიანად განხორციელებას.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების თანადგომის მიზნით განხორციელებული საქმიანობა, იმსჯელეს აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო ხედვებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, გაუჩინარებულთა მოძიების პროცესში მრავალწლიან მოლოდინსა და გაურკვევლობაში მყოფი ოჯახების მდგომარეობისა და საჭიროებების შეძლებისდაგვარად გათვალისწინების მნიშვნელობასა და მათ ცენტრალურ როლზე პროგრამის განხორციელების პროცესში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თბილისიდან, გორიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან; ასევე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

„საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად გაუჩინარებულთა ხვედრის დადგენის და მოძიების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების თანადგომას და მხარდაჭერას. სწორედ პროგრამის ამ კომპონენტში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ მათი საქმიანობა და დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიმსჯელეთ სამომავლო პრიორიტეტებზე. პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, უმნიშვნელოვანესია მის განხორციელებაში ჩართულ ყველა აქტორთან კოორდინირებული მუშაობა, რაზეც სახელმწიფო მინისტრის აპარატი შემდგომშიც და კიდევ ერთხელ მზადყოფნას ადასტურებს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები