ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში იმუშაონ ამ პაკეტის (ევროკომისიის მოთხოვნების) შესასრულებლად, - ასე პასუხობს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის განცხადებებს, რომ ხელისუფლება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს.

ამასთან, ქადაგიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ნურავინ სპეკულირებს საქართველოს ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებით და ამ პროცესს ქვეყანაში ვითარების ასარევად ნუ იყენებს.

“ამ პაკეტის მიღებისთანავე ოპოზიციამ განაცხადა, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, ეს არის "თანამშრომლობის უმაღლესი ხარისხი", რაც ოპოზიციამ მოიფიქრა. ჩვენ 2020 წლიდან მოყოლებული მათ ერთ რამეს ვთავაზობთ, რომ თავი დაანებონ კონფრონტაციულ და რევოლუციურ სცენარებს და პარლამენტში მოვიდნენ არა დებოშის ასატეხად, არამედ იმ კანონებზე სამუშაოდ, რომელსაც ეს პაკეტები ითვალისწინებს,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ის "ქართულო ოცნებიდან" ოფიციალურად წასული დეპუტატების განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ყველაფერი უნდა გაკეთდეს სტრატეგიული მიზნების მისაღწევად და მათი რიტორიკა მიმართულია იქითკენ, ამ მიზნის ტორპედირება არ მოხდეს ოპოზიციის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე."

"არიან ძალები, რომლებიც გამუდმებით საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, კანდიდატობა იმ შუაშია, რომ გარკვეულწილად ამ ძალების პროვოცირებული იყო ის მომენტი, რომ რუსეთთან პროვოკაციული ჩართულობა დაგვაახლოებდა ევროპას", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს