შალვა პაპუაშვილი - სასაცილოა საუბარი, რომ სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი შესაძლოა ანტიევროპულები იყვნენ, თუმცა, ეს ჩვენი ოპონენტების მხრიდან გასაკვირი არ არის

სასაცილოა საუბარი, რომ სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი შესაძლოა, ანტიევროპულები იყვნენ, თუმცა, ეს ჩვენი ოპონენტების მხრიდან გასაკვირი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის წასვლა შეაფასა.

როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, ოპონენტების მთელი კომუნიკაციის პოლიტიკა აწყობილია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას დააბრალონ ანტიევროპულობა და პრორუსობა.

"ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ჩვენი გუნდისთვის. მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ახსნეს, რომ სურთ უფრო მეტი ისაუბრონ საზოგადოებასთან. რა თქმა უნდა, სასაცილოა საუბარი, რომ სოზარი სუბარი, ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი შესაძლოა, ანტიევროპულები იყვნენ. თუმცა, ეს ჩვენი ოპონენტების მხრიდან გასაკვირი არ არის. არა მხოლოდ ამ სამ ადამიანზე, ოპონენტების მთელი კომუნიკაციის პოლიტიკა აწყობილია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას დააბრალონ ანტიევროპულობა და პრორუსობა. ეს ახალი არ არის, ეს გვესმის 10 წელი. ამ სამი ადამიანის მიმართ წამოსული ასეთი შეფასება გასაკვირი არ არის. განსაკუთრებული ის არის, რომ ამხელა სიძულვილის ტალღის გამოწვევას ცდილობენ“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

რაც შეეხება დეპუტატების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ის განცხადების კომენტირებას არ პირებს და შინაარსში არ შევა.

„თავად იტყვიან, თუ რა აქვთ სათქმელი და რა არა. რაც შეეხება მათ განცხადებებს, მე ამ განცხადებების კომენტირებას არ ვაპირებ. შინაარსზე კომენტარს არ ვაპირებ“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია "ქართულ ოცნებას", ფრაქციას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შექმნან.

გუშინ კი „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე მიანიჭებენ, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ომისკენ მიმავალი გზაა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს