ნანა ტოხვაძე - ფიზიკური ანგარიშსწორება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დიაგნოზია, სტუდენტებთან ყველა პოლიტიკური ჯგუფი მარცხდება და ეს „ოცნების“ განაჩენია

დღევანდელი ინციდენტი და სტუდენტებზე თავდასხმის საზარელი ფაქტი სისტემის ლპობის კიდევ ერთი დასტურია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე აცხადებს.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ სტუდენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება ძვირად დაუჯდება და ეს ქმედება მათთვის განაჩენი გახდება.

„#შინევროპისკენ კამპანიაში ჩართულ სტუდენტებზე ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დიაგნოზია. ეს ჯგუფი უკვე დიდი ხანია სრულად გამოიფიტა და სახელმწიფოს მმართველობაში თავი ამოწურა.

იმ საზოგადოებაში, სადაც მოქალაქეთა 85% პროევროპულია, მმართველ გუნდს სტუდენტებზე თავდასხმის ფაქტი ძვირი დაუჯდება. საქართველოში ახალგაზრდებზე ჯერ არავის გაუმარჯვია. სტუდენტებთან ყველა პოლიტიკური ჯგუფი მარცხდება და ეს „ოცნების“ განაჩენია”, - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა