გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ აღვირახსნილ კამპანიას პეტრას აუსტრევიჩუსი ასე აფასებს: „თუ ევროკავშირი ბოროტებაა, რომელიც საქართველოს ან რომელიმე ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, ამ ბოროტების კანდიდატობის სტატუსი უნდა "ქართულ ოცნებას"?

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსს შეხვდა, სადაც მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ისაუბრეს.

როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, ევროპარლამენტარი საქართველოში არსებული მდგომარეობით შეშფოთებულია და „ქართული ოცნების“ პოლიტიკას პირდაპირ აკრიტიკებს.

„შევხვდით ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსს, რომელიც შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და „ქართული ოცნების“ აღვირახსნილ კამპანიას შემდეგნაირად აფასებს: „თუ ევროკავშირი ბოროტებაა, რომელიც საქართველოს ან რომელიმე ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, ამ ბოროტების კანდიდატობის სტატუსი უნდა "ქართულ ოცნებას“?!".

მისი ეს ფრაზა ნათლად აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, საქართველო ამ ეტაპისთვის ამოვარდა იმ ჯგუფიდან, რომელშიც შეეძლო ყოფილიყო. სწორედ ასე მოუვიდა თავის დროზე რუმინეთს და ბულგარეთს, რომლებიც დღესაც ჩამორჩებიან ბალტიისპირეთის ქვეყნებს, თავისი ეკონომიკის განვითარების კუთხით, რადგან მათ დააგვიანეს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს