ანა ნაცვლიშვილი - შალვა პაპუაშვილს არ აწყენდა, გაეკეთებინა განცხადება, რომ ძალადობა მიუღებელია, როცა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ამ ტიპის მოწოდებას არ აკეთებს, ეს პირდაპირ „მწვანე შუქის“ ანთებას ნიშნავს

მე მაინტერესებს, სად არიან სახელმწიფო ინსტიტუციები? ნუ ელოდებიან დანაშაულის ჩადენას, მათ პრევენციული ფუნქციაც აქვთ, არა მარტო პარტიის ხელმძღვანელების, შსს მინისტრის პასუხისმგებლობაა, ყველა ასეთი ძალადობრივი ფაქტი , - ასე ეხმაურება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი რეგიონებში ჩასული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ადგილობრივი აქტივისტების დაპირისპირებას.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 20 და 24 ივნისის აქციების შემდეგ ხელისუფლებამ „თავი დაკარგა“.

„ხელისუფლება დანაშაულს სჩადის. ესენი არ არიან უბრალოდ ხელისუფლების მომხრეები, როგორც ფაქტებით დასტურდება, ესენი არიან, მათ შორის საბიუჯეტო კმაყოფაზე მყოფი ადამიანები და პარტაქტივი. მათ „ქართული ოცნება“ აორგანიზებს, რომ ოპოზიციას შეუშალოს ხელი სრულიად კანონიერი, მშვიდობიანი, კონსტიტუციური საქმიანობის განხორციელებაში, ეს არის ფაქტი.

სად არის ამ დროს სახელმწიფო ინსტიტუციები, სად არის შინაგან საქმეთა მინისტრი, ძალიან თვალსაჩინოა და არ სჭირდება გამოკვლევა, რომ დაინახო, ეს არის ორკესტრირებული დევნა ოპოზიციის. მოვუწოდებ მას, გამოვიდეს და გააკეთოს განცხადება, რომ ყველა მსგავსი ფაქტი იქნება სათანადოდ აღკვეთილი. გუშინ ჩვენ, რაც ვნახეთ და მათ შორის იყო აღბეჭდილი კამერებზე, პოლიცია იმალებოდა. იყო ადგილზე, ყველაფერს ხედავდა და იმალებოდა ხეების და ბუჩქების უკან და არ ერეოდა, როდესაც ძალადობას ჰქონდა ადგილი.

ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ თავი დაკარგა. 20 და 24 ივნისის უზარმაზარმა აქციებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეები, სხვადასხვა პოლიტიკური წარსულის და გემოვნების, უზარმაზარი, ჯერ არ ნახული რაოდენობა გაერთიანდა, ძალიან მშვიდობიანად გამოვიდა და დადგა რუსთაველზე, ამით თუ რაიმე ჰქონდათ შერჩენილი მორალური სიმტკიცე გუნდის შიგნით, ეს სიმტკიცე ჩამოიშალა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, აქტივისტები ერთი-ერთში იმეორებენ პარლამენტის ტრიბუნიდან „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერებულ სიტყვებს.

„არ აწყენდა შალვა პაპუაშვილს, იმაზე გაეკეთებინა განცხადება, რომ ძალადობა არის მიუღებელი და იდენტიფიცირებული რომ არიან, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების“ შტაბების წევრები, რიგი მათგანი არის დასაქმებული ადგილობრივ თვითმმართველობებში, მოწოდება გაეკეთებინა თავისი პარტიული აქტივისთვის, რომ ნუღარ გააკეთებენ ამას. ამისგან რა უშლის მას ხელს? როცა პარტიის ხელმძღვანელობა ამ ტიპის მოწოდებას არ აკეთებს, ეს პირდაპირ ნიშნავს მწვანე შუქის ანთებას. ამასთან, შევხედოთ, რა ბრალდებებით ხვდებიან რეგიონში აქტივისტები რეგიონში ჩასულ ოპოზიციურ ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოებას, ზუსტად ერთი-ერთში იმ სიტყვებით, რა სიტყვებიც ისმის მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილი გადაცემაში „ქართული ოცნების“ 3 წევრის მიერ პარტიის დატოვებას და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოცნებიდან წასული დეპუტატები გვთავაზობენ „დავიჯეროთ ის, რაც არც არავის უნახავს და არც არავის გაუგონია და მარტო მათ თავში არსებობს ჰალუცინაციების სახით“.

„ერთის მხრივ ქართველი ხალხის წინ დევს არაერთი დოკუმენტი, მათ შორის საბჭოს გადაწყვეტილება და კომისიის შეფასება, სადაც არავინ არაფერს არ მალავს, პირდაპირ გვეუბნებიან, რა არის დღეს პრობლემა და რისი გამოსწორებაა საჭირო, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს დოკუმენტები საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომია და ეს ხალხი ახლა რას გვთავაზობს? დოკუმენტებში რომ წერია, რომ სასამართლო არ გივარგათ, ანტიკორუფციული სისტემა არ გივარგათ, რეფორმებს ინკლუზიურად არ ატარებთ და ა.შ. ამას არ დავუჯეროთ, არ შევიმჩნიოთ და დავიჯეროთ ის, რაც არც არავის უნახავს და არც არავის გაუგონია, რომ თურმე ომში ითრევდნენ საქართველოს. რაც დაწერილია და ოფიციალურია არ შეიმჩნიოთო და რაც მარტო ჩვენს თავში არსებობს ჰალუცინაციების სახით, ამას ენდეთ და გამოგვყევითო.

რა მიზანი აქვს ახლა ამ კამპანიას და „მესიჯბოქს“? ეს არის ის, რომ ხელისუფლების სრული ფიასკო გადაფარონ და მოქალაქეებმა როგორმე ვერ გაიგონ, რომ ოროსანი ხელისუფლება ჰყავთ, რომელსაც საშემოდგომო გამოჰყვა და დააბრალოს ყველაფერს და ყველას, მათ შორის მთელს სამყაროს „ოცნების“ წინაშე შეთქმულება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი