მიხეილ ყაველაშვილი - 6 თვე რასთან დაკავშირებით დაგვიწესეს? - შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ, არსებობს ინტერესი, რომ საქართველო ომში იყოს ჩართული

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა პირდაპირ შემოგდებულია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. რაღაც მიზანმიმართულად ხდება, თორემ ლოგიკით, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც უნდა მიეღო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, იმ დეპუტატებს, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დატოვეს, სურთ საზოგადოებამ გაიგოს კულისებს მიღმა რა ხდება.

მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ არსებობს შეთქმულება, რომლის მიზანიც ქვეყნის ომში ჩათრევაა.

„არის თემები, რომელსაც ხშირად ვიხილავდით უმრავლესობის შიგნით, თუმცა, იყო აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, რამდენად მიეწოდება ეს ინფორმაცია ჩვენს საზოგადოებას. აქ იყო ჩვენი განსხვავებული პოზიცია, რომ მეტი სიცხადისა და დამაჯერებლობისთვის აუცილებელია ჩვენმა საზოგადოებამ მეტი იცოდეს არსებულ რეალობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს გარშემო ვითარდება. არის საკითხები, რომლებიც ხმამაღლა არ ითქმის და ამ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება თავისუფლება იმისთვის, რომ ადამიანებს გავაგებინოთ, კულისებს მიღმა რა ხდებოდა და რა ხდება. აუცილებელია, ჩვენი პატარა ქვეყანა საშიშროებას ავარიდოთ და ჩვენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, პირველ რიგში, ვიფიქროთ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის თემა პირდაპირ შემოგდებულია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. რაღაც მიზანმიმართულად ხდება, თორემ ლოგიკით, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც უნდა მიეღო. აკერმანი ჩამოსული იყო და შეთქმულების მთელ ამ სისტემაში ჩართული არიან ყველა ოპოზიციური პარტია, რამდენიმეს გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ახალგაზრდული ფრთა. რაღაცაზე უარის თქმის გამო ჩვენ ვისჯებით. რატომ ვისჯებით?! საქართველოს სტატუსი რატომ არ მისცეს?! დრო 6 თვე რასთან დაკავშირებით დაგვიწესეს?! - შეთქმულება არის საქართველოს წინააღმდეგ. არსებობს ინტერესი, ეს კეთდება სპეციალურად, რომ საქართველო ჩართული იყოს ომში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა