ლევან დავითაშვილი - ნებისმიერ ძალადობას ვგმობთ, ამაში "ქართული ოცნების" აქტივისტებს არავითარი როლი არ გააჩნიათ

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების"აქტივისტებს არავითარი როლი არ აქვთ იმ დაპირისპირებაში, რომელიც დღეს და ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ძალადობს, კანონის წინაშე პასუხს აგებს.

"რა თქმა უნდა, ნებისმიერ ძალადობას ვგმობთ. ამაში "ქართული ოცნების" აქტივისტებს არავითარი როლი არ გააჩნიათ. ნებისმიერ ძალადობას პირადად მე და ჩვენი პარტია ვგმობთ. იმისთვის, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს წესრიგი და მართლწესრიგი, სრულად არიან მობილიზებული სამართალდამცავი ორგანოები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებასაც ჰქონდეს თავისი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული და თავი შეიკავონ ძალადობისგან. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ძალადობს, შესაბამისად აგებს პასუხს კანონის წინაშე",- განაცხადა დავითაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა