ირაკლი ზარქუა - ვატო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რომლის დაწერაც კი მეუხერხულება, რასაც მოყვა გარკვეული შელაპარაკება და დაპირისპირება მათ შორის - დანარჩენები ვაშველებდით

“ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას შეფასებით, ის, რაც აშშ-ის საელჩოში „ქართული ოცნების“ წევრ ანრი ოხანაშვილსა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელ, ვატო წერეთელს შორის მოხდა, ანრი ოხანაშვილის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე, ვატო წერეთელი მიეჭრა ანრი ოხანაშვილს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

„დღეს ადგილი ქონდა ბინძურ პროვოკაციას, ჩემი მეგობრის, ანრი ოხანაშვილის მიმართ!! ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე, ვატო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რომლის აქ დაწერაც კი მეუხერხულება. ბუნებრივია, ასეთ საქციელს და ამ შეურაცხყოფის მოტივის და მიზეზის დადგენის მცდელობისას, მოყვა გარკვეული შელაპარაკება და დაპირისპირება მათ შორის!!!.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ მათ შორის! ხოლო დანარჩენები, ვინც იქ შევესწარით ამ ამბავს, მათ ვაშველებდით! ეს არის სიმართლე და ეს ნახა იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა, ამას დაადგენს კადრებიც, თუ გასაჯაროვდა, ხოლო რაც ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, რომ თურმე 4-მა კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ, ეს არის მტკნარი სიცრუე და ეს არაფერში წერია!!! ბუნებრივია, ცუდია რაც მოხდა და მიუღებელია, მაგრამ როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ პასუხს მიიღებ იმ კაცისგან! კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა დასაგმობია რაც მოხდა და მიუღებელი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრის წინააღმდეგ!“,- წერს ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა