მიხეილ სარჯველაძე - კანდიდატობამდე ერთი ხელის გაწვდენაა დარჩენილი, არც ვუშვებ, რომ ეს შეიძლება არ მოხდეს ან უსამართლო გადაწყვეტილება იქნას მიღებული

ვინმეს სჯერა, რომ ტექნიკური მთავრობის მოსვლა ხელისუფლებაში, ხელს შეუწყობს საქართველოში იმ რეფორმების განხორციელებას, რასაც გვთავაზობენ?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესახებ საუბრისას უმრავლესობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ სპექტრთან მუშაობასა და თანამშრომლობას აპირებს, თუმცა, აღნიშნული პროცესის დაწყებას ხელს ოპოზიცია უშლის.

„ოპოზიცია სამწუხაროდ ეცდება, ხელი შეუშალოს ხელისუფლებას, რომ ქვეყანამ წარმატებას ვერ მიაღწიოს ამ მიმართულებით. ეს იქნება პოლარიზების ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაზრდა. რაც უფრო ღრმად მიდის პოლარიზების ხარისხი ერთ მხარეს, ეს საკმარისია იმისთვის, რომ ზოგადად, პოლარიზების ხარისხი გაიზარდოს, ამას აკეთებენ რეალურად.

ვინმეს სჯერა, რომ ტექნიკური მთავრობის მოსვლა ხელისუფლებაში, ხელს შეუწყობს საქართველოში იმ რეფორმების განხორციელებას, რასაც გვთავაზობენ?! - დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით გვაქვს მოსაზრება და ვვარაუდობთ, რომ ოპოზიცია შეეცდება ამ კუთხით გაშალოს უფრო დიდი ფრონტი, რომ გაიზარდოს პოლარიზების ხარისხი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ოპოზიციას ვერ დაველაპარაკებით ან მუშაობის რესურსი არ გვაქვს. ასე არ არის! ვაპირებთ მუშაობას და მოვუწოდებთ, რომ ოპოზიციამაც იმუშაოს. ოპოზიციისგან არის ამაზე ხელშეშლა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიღწევადია და იგი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანა ამ სტატუსს დეკემბრის თვეში მიიღებს.

„კანდიდატობამდე ერთი ხელის გაწვდენა არის დარჩენილი, ამის მჯერა და არც ვუშვებ მოსაზრებას, რომ ეს შეიძლება არ მოხდეს ან უსამართლო გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. რეალურად, საქართველოსთვის ეს მიღწევადია. ობიექტურად, თუკი მიიღო მოლდოვამ და უკრაინამ, საქართველოს აქამდეც შეეძლო კანდიდატის სტატუსის მოპოვება, მით უმეტეს ექნება შესაძლებლობა, რომ დეკემბერში მიიღოს ეს სტატუსი“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო