ნიკა სიმონიშვილი - „ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის გასვლა ერთგვარი პიარ სვლა იყო - მმართველი პარტია მათი მეშვეობით აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც თავად არ უნდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის გასვლა ერთგვარი პიარ სვლა იყო და მმართველი პარტია მასთან დაკავშირებული პირებით აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც თავად არ უნდა.

როგორც სიმონიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, მმართველი პარტია ცდილობს, ნარატივი რასაც აქამდე საუბრობდა, დამოუკიდებელი ჯგუფის საშუალებით გაავრცელოს.

„მათ [„ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებს} რეალურად არაფერი ისეთი არ უთქვამთ, რაც „ქართულ ოცნებას“ მანამდე ნათქვამი არ ჰქონდა. რეალურად, ამას მათგანაც ვისმენდით, რომ ომში ჩართვა უნდათ და ეს ევროკავშირის ბრალია. ამაზე საზოგადოება და მათ შორის „ქართული ოცნების“ ბევრი ამომრჩეველიც განაწყენდა და ახლა ცდილობენ, რომ ეს ნარატივი გაავრცელონ არა უშუალოდ თვითონ, არამედ ისე, თითქოს ეს დამოუკიდებელი ჯგუფი ხმამაღლა ისაუბრებს ამაზე, მაგრამ ეს „ქართული ოცნების“ პოზიცია არ იქნება - ეს ფარსია. „ქართული ოცნება“ აკეთებს მასთან დაკავშირებული პირებით იმას, რისი გაკეთებაც თავად არ უნდა. ერთგვარად პიარული სვლა იყო, რომ ამ განცხადებებიდან გამომდინარე უარყოფითი შედეგები თავის თავზე არ აეღო.

„ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო რეპუტაცია დიდი ხანია დანგრეული აქვს, არავინ ენდობა მას ქვეყნის გარეთ. აქ მთელი საკითხი ისაა, ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციის შენარჩუნებას რამდენად მოახერხებს. მათ საერთაშორისო რეპუტაცია არ ადარდებთ. ერთადერთი, რაც ადარდებთ, ძალაუფლების შენარჩუნებაა“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

სიმონიშვილი ასევე გამოეხმაურა „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნიკა სიმონიშვილი ფიქრობს, რომ საელჩო დიპლომატიურად მოიქცევა და დაპირისპირების ამსახველ კადრებს არ გაავრცელებს.

„არ მგონია, ვიდეოს გავრცელება მოხდეს. ვფიქრობ, საელჩო დიპლომატიურად მოიქცევა და არ გაავრცელებს, მაგრამ მნიშვნელოვანია გარკვეული ფორმით საზოგადოების ინფორმირება მოხდეს. პროვოკაცია ან შეურაცხყოფა რომც ყოფილიყო, ამას თუ ძალადობა მოჰყვა, ეს არ ამართლებს“,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს