გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ვატო წერეთლის მიმართ უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ჩადენილ ქმედებას პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მიმართ უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ჩადენილ ქმედებას პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს.

ბოტკოველის შეფასებით, უმრავლესობის წევრებმა დანაშაული ჩაიდინეს.

„შეიძლება კანონი ითვალისწინებდეს იმას, რომ დეპუტატის პირდაპირი დაკავების უფლება არავის ჰქონდეს, მაგრამ თუ დადასტურდება დანაშაული, პარლამენტმა არა მარტო შიდა წესდების მიხედვით უნდა იმოქმედოს - ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულს პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები.

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი