ანონსი 2 ივლისი

2 ივლისს, 11:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში პირველად პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიხსნება.

მის: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, 61

საკონტაქტო: ხათუნა ფუტკარაძე +995557504848

2 ივლისს, 11:00 საათზე, „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ინიციატივით, სასამართლოს გუშაგების ქსელის პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება.

მის: ქუთაისი, წერეთლის ქ. #69. (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისი).

2 ივლისს, 11:00 საათზე, ბათუმის ყოფილი მერი, ასლან სმირბა და მისი ოჯახი ადვოკატთან და უფლებადამცველთან ერთად, „მედიაცენტრ მთავარში" საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: წილების გადანაწილება და მითვისება; სს დანაშაული, რომელსაც პროკურატურა და ფინანსთა სამინისტრო იძიებს - დაზარალებულთა მოთხოვნა და ეჭვები.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599726565

2 ივლისს, 12:00 საათზე, გმირთა მოედანზე, „ლელოს“ წარმომადგენლები პატივს მიაგებენ ტამიშის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობენ გმირთა მემორიალს.

2 ივლისს, 18:30 საათზე, თბილისში, დოდო აბაშიძის 10-ში, თბილისის სტარტაპის დღე აღინიშნება.

2 ივლისს, 19:00 საათზე, სამგორის რაიონში, „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, კონცერტი გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარსდგებიან: თემურ თათარაშვილი, შვიდკაცა, გოგა მესხი, ქეთი გომართელი, ტატო გოდერძიშვილი, მაია კაჭკაჭიშვილი, ირმა სოხაძე, გიორგი წიკლაური, გიორგი კელაპტრიშვილი, მიშო სულუხია, სოფო გელოვანი, The Quintessence, აჩიკო მეფარიძე, თიკა მახალდიანი, მასტერი და ნათია დუმბაძე.

მის.: ქვემო სამგორი, გუმათჰესის ქუჩა №10 , კორპუსის წინ მდებარე გუმათჰესის სკვერი.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა