გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ გეგმაზე - ეს არის ცინიზმი და სერიოზულად არც უნდა განვიხილოთ

იმ ფონზე, რასაც ქვეყანაში ვხედავთ, რა კურსიც ივანიშვილის რეჟიმს აქვს აღებული, ეს წინადადება არის უბრალოდ ცინიზმი და სერიოზულად არც კი უნდა განვიხილოთ არავინ, ჩემი აზრით, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებებს.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი გონს მოეგება და ყველაფერი შეიცვლება, ამას ვიხილავთ, თუმცა "საოცრებაზე გათვლა არ შეიძლება".

„ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი ამოცანა, რომ საზოგადოების მობილიზებით ეს რეჟიმი მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით, ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს