სალომე სამადაშვილი - ვიდრე ივანიშვილი მოიაზრება არაფორმალურ მმართველად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ - ჩვენ კონკრეტულ წინადადებებს წარმოვადგენთ, რა შეიძლება გაკეთდეს

ჩვენი პოზიცია იგივე რჩება - ამ მთავრობის, ამ მინისტრთა კაბინეტის პირობებში არ შეიძლება გვქონდეს მოლოდინი, რომ ქვეყანა წარმატებას მიაღწევს. ამიტომ ისევ და ისევ, მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას, რომ შეიქმნას ეროვნული თანხმობის კაბინეტი, მთავრობა, რომელიც შეძლებს, ქვეყანამ გადადგას ის ნაბიჯები, რაც გვჭირდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ახლა საჭიროა მოქმედება, რისთვისაც წინადადებას დაროულად წარმოადგენენ.

„არავინ შეცდომაში რომ არ შევიდეს , ჩვენი პოზიცია ასეთია: რაიმე კომისიების შექმნა კი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მათ შორის უკვე არის შეთანხმებული. მაგალითად, მიშელის შეთანხმების ფარგლებში, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მე შემიძლია ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მმართველი გუნდი რომ არ გასულიყო მიშელის შეთანხმებიდან და შეესრულებინა ყველა ის პუნქტი, რაზეც შევთანხმდით, საქართველოს შესაძლოა უკვე ჰქონოდა მიღებული კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამიტომ, ჩვენი პოზიციაა, რომ საჭიროა კონკრეტული მოქმედება, კონკრეტულად ნაბიჯების გადადგმა და არა, თვეებით გადავადება , რაღაც კომისიების შექმნა და მერე კომისიებში მსჯელობის გამართვა, რომელსაც არანაირი რეალური შედეგი არ ექნება და მხოლოდ დროის კარგვაა. ამიტომ, ჩვენ უახლოეს მომავალში, მათ შორის, ჩვენს კონკრეტულ წინადადებებს წარმოვადგენთ, რა შეიძლება გაკეთდეს დაუყოვნებლივ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ეს პირდაპირი განაცხადია, რომ კობახიძეს და მის პოლიტიკურ გუნდს არანაირი დღის წესრიგი არ აქვს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

„სანამ ივანიშვილი მოიაზრება ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველად, საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“, - აცხადებს სამადაშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციის შეხვედრას დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტთან, დეიმონ ვილსონთა, სალომე სამადაშვილის თქმით, სტრატეგიულ მოკავშირეებს ბევრი შეკითხვა აქვს იმის თაობაზე,“თუ როგორ ვხედავთ ჩვენ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს, რომელიც ივანიშვილის მმართველობის 10- წლიანი რეჟიმის დასასრულს არის შექმნილი და როგორ ვაპირებთ, რომ ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული სისტემა“.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს