ირაკლი ქადაგიშვილი - ვინც მმართველი გუნდის გეგმას არ უერთდება, კიდევ ერთხელ თვითლუსტრაციას აკეთებს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ვინც ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გეგმას არ უერთდება,“თვითლუსტრაციას“ აკეთებს.

ქადაგიშვილის თქმით, მათთვის მთავარია, რაიმე საბაბი, რათა რევოლუციური სცენარი, არეულობა ყოფილიყო და ამ ფონზე „ხელისუფლება ჩაეგდოთ ხელში“.

მისი თქმით, მმართველი გუნდი სთავაზობს, პარლამენტში ყველა პოლიტიკურ პარტიას და ფრაქციას, აქტიური ჩართულობით გეგმის რეალიზება მოხდეს.

"ვინც ამ გეგმას არ უერთდება, კიდევ ერთხელ თვითლუსტრაციას აკეთებს, რომ მათთვის, ევროკავშირთან დაკავშირებული ეს ბოლო ვნებათაღელვები არ იყო რეალურად ის მიზანი, რომ საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივა გაეხსნას.

მათთვის მთავარი არის, რაიმე საბაბი ყოფილიყო მოძებნილი, რათა რევოლუციური სცენარი, ქვეყანაში არეულობა, ქაოსი და ამ ფონზე მათი ოცნება, რომ ხელისუფლება ჩაეგდოთ ხელში - განხორციელებულიყო. გამომდინარე აქედან, აქ უკვე არჩევანი ძალიან მარტივია, თუ შენ გინდა გააკეთო ის, რასაც გთავაზობს ევროკავშირი, ამის ერთადერთი ადგილი და გზა არის საპარლამენტო მუშაობა", - აცხადებს ქადაგიშვილი.

პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით, ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო