გიორგი ვაშაძე - ოლიგარქიული რეჟიმი მილევად რეჟიმშია - ძალამ, რომელიც აპირისპირებს და ეროვნულ თანხმობაზე უარს ამბობს, მოქალაქეებისგან პასუხი მშვიდობიანი ფორმით უნდა მიიღოს

საქართველოში გასაყოფი არაფერი გვაქვს. ძალამ, რომელიც აპირისპირებს და ეროვნულ თანხმობაზე უარს ამბობს, მოქალაქეებისგან პასუხი მშვიდობიანი ფორმით უნდა მიიღოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია - „წინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს.

როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეროვნულ თანხმობას სჭირდება ისეთი მთავრობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირამდე მიიყვანს.

„ოლიგარქიული რეჟიმი მილევად რეჟიმშია. ახლა მთავარია გვქონდეს რწმენა, რომ ამ გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ. მათ უნდათ, ჩვენი რწმენა გატეხონ. ეს ხალხი, ვინც აქ არის, ეროვნული თანხმობაა. ეროვნულ თანხმობას სჭირდება ისეთი მთავრობა, რომელიც მათ მოუსმენს ეროვნული თანხმობით და საქართველოს ევროკავშირამდე მიიყვანს. ეს გვინდა, მეტი არაფერი. მეორე მხარეს ძალიან ცოტა არის დარჩენილი, ისინიც ამ დიდ თანხმობას შემოუერთდებიან. საქართველოში ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს. ძალამ, რომელიც აპირისპირებს და ეროვნულ თანხმობაზე უარს ამბობს, პასუხი მშვიდობიანი ფორმით უნდა მიიღოს მოქალაქეებისგან. გეგმას მეც სცენიდან მოვისმენ და ყველა პროცესში მივიღებ მონაწილეობას“, - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე