სალომე სამადაშვილი - არაფერია უცნაური მოთხოვნაში, რომ მთავრობამ, რომელმაც ქვეყნის მთავარი სტრატეგიული ამოცანის განხორციელება ჩააგდო, გადადგეს - ვითომ გეგმა, რომელიც კობახიძემ  გააცნო საზოგადოებას, სიცარიელეა

ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება არის ვითარებიდან ყველაზე კარგი გამოსავალი - არაფერია უცნაური იმ მოთხოვნაში, რომ მთავრობამ, რომელმაც ქვეყნის მთავარი სტრატეგიული ამოცანის განხორციელება ჩააგდო, გადადგეს, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ ჩართვისას განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, დროებითი ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების შედეგად შესაძლებელია, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

სამადაშვილის თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების თაობაზე, შედეგს არ მოიტანს.

„ის მოთხოვნა, რაც აქციამ გააჟღერა და ჩვენ მხარი დავუჭირეთ, - ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება არის ვითარებიდან ყველაზე კარგი გამოსავალი. ცხადია, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გარეშე არ გამოვა, მაგრამ არაფერია უცნაური იმ მოთხოვნაში, რომ მთავრობამ, რომელმაც ქვეყნის მთავარი სტრატეგიული ამოცანის განხორციელება ჩააგდო, გადადგეს. ეს არის სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა და ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში მთავრობას არ დასჭირდებოდა ამდენი ადამიანის გაუთავებლად რუსთაველზე გამოსვლა პროტესტისთვის, თავადაც მიხვდებოდა. ამ დროს შენ უნდა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ეს არის გადადგომა მთავრობის ამ შემადგენლობით. ვამბობთ, რომ დროებითი ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება მოხდეს, ეს მთავრობა შეძლებს, ბევრი რამ გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ქვეყანა მოამზადოს უკვე შემდეგი არჩევნებისთვის.

ახლა ის ვითომ გეგმა, რაც კობახიძემ გააცნო საზოგადოებას, 12 კომისიის ფორმირების თაობაზე, ეს არის სრული სიცარიელე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ განახევრებული აქვს მხარდაჭერა და დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, უკვე ნახევარიც აღარ მისცემს ხმას, ვინც თავის დროზე ხმა მისცა, რადგან არ შეიძლება გაუთავებლად ატყუებდე საკუთარი თანამოქალაქეებს“.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი