ოლაფ შოლცი - პუტინი ომისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა და გაგრძელებასაც მართლაც დიდხანს შეძლებს

პუტინი არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი საშუალება აქვს, რითაც აწარმოებს ამ სასტიკ ომს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როდის ამოიწურება პუტინის იარაღი და სახსრები.

„ეს დანამდვილებით არავინ იცის. ის არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი საშუალება აქვს, რითაც აწარმოებს ამ სასტიკ ომს და ამისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა, ასე რომ, ომის გაგრძელებას მართლაც დიდხანს შეძლებს,“ - აღნიშნა შოლცმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი უკრაინას იმდენ ხანს დაუჭერს მხარს, რამდენიც საჭირო იქნება მისი სიმშვიდის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ყველაფერ იმის დასაცავად, რაც უკრაინელ ხალხს სურს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა