მიხეილ სარჯველაძე - ის, რაც 20 ივნისს იყო საზოგადოებისთვის აქტუალური, ეს მუხტი და ეს განწყობა არ არსებობს

ის, რაც 20 ივნისს იყო საზოგადოებისთვის აქტუალური, ეს მუხტი და ეს განწყობა არ არსებობს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღითი დღე სულ უფრო ნაკლები ადამიანი იქნება, ვინც აქციის ორგანიზატორებს თანაუგრძნობს.

"ეს ჩანს აშკარად, რომ თითქოს ეს იყო სამოქალაქო მოძრაობა, ამ დებულებამ ყოველგვარი რესურსი ამოწურა და საზოგადოებამ დაინახა, რომ ამის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა" და ადამიანები, რომლებიც განწყობილნი არიან დაუოკებელი წყურვილით, რომ ხელისუფლება მოიპოვონ არა არჩევნების გზით, არამედ გარკვეული დესტრუქციული სქემების გათამაშებით.

ის, რაც 20 ივნისს იყო საზოგადოებისთვის აქტუალური, ეს მუხტი და ეს განწყობა არ არსებობს, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ ამის ობიექტური აუცილებლობა არ არსებობს. არავის უნდა თავის გულწრფელი დამოკიდებულება, საკუთარი მსოფლმხედველობითი გადაწყვეტილება, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი, ვიღაცის კერძო პარტიკულარულ ინტერესებს შეუსაბამოს, რომელიც არცთუ ისე კეთილსინდისიერად გამოიყურება,"- განაცხადა სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა