6-7 ივლისს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის 39-ე კილომეტრზე მოძრაობა დროებით შემოსავლელ გზაზე გადაერთვება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2022 წლის 6 ივლისის 10:00 საათიდან 7 ივლისის 20:00 საათამდე, სს „საქართველოს რკინიგზა“-ს დაგეგმილი აქვს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, სადგურ ლესაში მდებარე ჯუმათი-ლანჩხუთის დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის და ლიანდაგის შეკეთების სამუშაოები, ასევე განხორციელდება სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან, ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები.

ზემოაღნიშნული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, გზის სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით შემოსავლელ გზაზე.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია