ირაკლი კობახიძე - გუშინ რაც ვიხილეთ ცხადყოფს იმას, რომ ევროპული პერსპექტივა ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ და პირიქით, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ

გუშინ რაც ვიხილეთ სამწუხაროდ, ცხადყოფს იმას, რომ ევროპული პერსპექტივა ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ და პირიქით, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ. მათ ინტერესებშია აშკარად, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არც დეკემბერში მიიღოს, თუმცა ჩვენ ყველაფერს საპირისპირო მიმართულებით გავაკეთებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის მიერ შემუშავებული ვალდებულებების შესასრულებლად მმართველ გუნდში შეხვედრა გაიმართა, სადაც გეგმის რეალიზაციის დეტალები განიხილეს.

„რაც შეეხება პერსპექტივებს, დამოკიდებულება ოპტიმისტურია, თუ არაოპტიმისტური -ვნახოთ, ამას ყველაფერს მოვლენების განვითარება აჩვენებს. ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ და ამ ინტერესებიდან გამომდინარე, 12-ვე პუნქტის შესასრულებლად ყველა ნაბიჯი გადაიდგმება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. შეიძლება ვინმეს არაოპტიმისტური დამოკიდებულება ჰქონდეს, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობის მიხედვით ვიმოქმედებთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, არსებობს რისკები იმისა, რომ ოპოზიციამ ევროკომისიის მიერ შემუშავებული ვალდებულებების შესრულებაში კონსტრუქციული მონაწილეობა არ მიიღოს.

„რა თქმა უნდა, რისკები არსებობს ამ თვალსაზრისით, რომ მათ ამ გეგმის აღსრულებაში კონსტრუქციული მონაწილეობა არ მიიღონ და ეს პუნქტები გამოიყენონ იმისათვის, რომ პირიქით, პროცესი მაქსიმალურად უარყოფითი მიმართულებით წარმართონ, რათა საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ეს მოტივაცია, რა თქმა უნდა, მათ თითოეულ ქმედებაში იკვეთება. შესაბამისად, რისკები არსებობს, თუმცა ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ჩვენი მიზანია, რომ საქართველომ 6 თვის თავზე კანდიდატის სტატუსი მიიღოს. შეიძლება იმ ადამიანებს, ვინც გუშინ იყო შეკრებილი, ამის საპირისპირო მიზანი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ჩვენს მიზანს გავყვებით,“ - განაცხადა კობახიძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა