მიხაილო პოდოლიაკი - პუტინის თვალთახედვიდან, უკვე აწარმოებს ომს ევროპასთან

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი უკვე აწარმოებს ომს ევროპასთან გაზით შანტაჟის, ხელოვნური საიმიგრაციო კრიზისითა და პროპაგანდის დახმარებით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„გაზით შანტაჟი, ფასების ზრდა, ხელოვნური საიმიგრაციო კრიზისი, კიბერთავდასხმები, პროპაგანდა ... თითოეული ეს ელემენტი არის დიდი სურათის ნაწილი: პუტინის თვალთახედვიდან, ის უკვე აწარმოებს ომს ევროპასთან“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი შეფასებით, ბევრმა ევროპელმა ლიდერმა ეს უკვე გაიგო.

„სხვებს ურჩევნიათ დროულად დააღწიონ თავი სახიფათო ილუზიებს“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია