ნანა ტოხვაძე - დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვიხილეთ „კომპარტიასთან" შეთანხმებული თეზისები

“სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმიანება.

როგორც ტოხვაძე აცხადებს წლევანდელი გამოცდა “კომპარტიასთან" შეთანხმებული თეზისებით ტარდება.

ნანა ტოხვაძის თქმით სტუდენტებს თემებში ხვდებათ ისეთი საკითხები, რომელიც “ოცნების" პოლიტიკურ მესიჯბოქსზეა აწყობილი.

"განათლების პოლიტიზება და პარტიული ძალაუფლების შესანარჩუნებელ ინსტრუმენტად გამოყენება არახალია. აქამდე ფორმალურად მაინც ცდილობდა მოქმედი ხელისუფლება არ გადაეკვეთა წითელი ხაზები. თუმცა დღეს პოლიტიკურ ხაფანში მოქცეულებს „დასაკარგი"აღარაფერი დარჩათ.

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო და აი, ვიხილეთ „კომპარტიასთან" შეთანხმებული თეზისები I და II სესიაზე, სადაც პოლიტიკურმა მესიჯბოქსმა ფრთები შეისხა. ტაში, ამხანაგებო, თქვენ შეძელით ცრუ დილემები "შეუგოროთ" დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობას და მიიღებთ შესაბამის პასუხს.

იხ. I და II სესიის თეზისები, სადაც „უმაღლესი" შეფასების მიღებას თავისი ფასი აქვს?!

1. ,,კარგი საქმე უნდა დაფასდეს,რომ უზნეობამ არ იბატონოს" ანუ მაღალქულიანი პასუხი მადლობა ოლიგარს თუ პრემიერს?

  1. ,,აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული" – პატარა ქვეყანა ვართ, დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს „აბა,ომი გინდათ?! ნუ გავაღიზიანებთ, რუსეთი დიდია და ჩაგვყლაპავს?" - განაცხადა ანა ტოხვაძემ.
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს