ლაშა ხუციშვილი - თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იქნას გამოყენებული, არ არსებობს

თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იქნას გამოყენებული, არ არსებობს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრი ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოდან ბელარუსში რადიოკავშირის სისტემების სანქციების გვერდის ავლით გასვლას ეხება.

მინისტრის განცხადებით, გადაცემაში გასული სიუჟეტი ამერიკულ მულტინაციონალურ კომპანიას ეხება, რომელსაც წარმომადგენლობა საქართველოშიც ჰყავს.

მისივე თქმით, ბრალდება, რომელიც სიუჟეტში იყო გაჟღერებული, საქართველოს არ ეხება. ამასთან, მინისტრის განცხადებით, ამ ნაწილში საქართველოსთან მიმართებაში ვერანაირი კითხვა ვერ იარსებებს, ვინაიდან, საქართველოში განხორციელებული ყველა ოპერაცია ლეგალური იყო.

„შემოსავლების სამსახურმა თითოეულ ამ ოპერაციასთან მიმართებაში ძალიან დეტალურად განაცხადა, თუ რასთან გვქონდა საქმე და შესაბამისად, ეს გადაცემა და ეს სიუჟეტიც ცალსახად აჩვენებს იმას, რომ თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იქნას გამოყენებული არ არსებობს, ხოლო მეორე მხრივ, მოწოდება ნამდვილად სამართლიანია, რომ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყოს ის მტკიცებულებები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბრალდებები ამერიკულ მულტინაციონალურ კომპანიას ეხება, რომლის წარმომადგენლობაც არის საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კავშირი და ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან, როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან და შესაბამისად, ამ ინფორმაციის გაზიარება ბუნებრივია, მათთან მოხდება, თუ ასეთი მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი. ხოლო მეორე მხრივ, ამ ნაწილში საქართველოსთან მიმართებაში ვერანაირი კითხვა ვერ იარსებებს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ოპერაცია იყო ლეგალური, რაც საქართველოში განხორციელდა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ თეორიული შესაძლებლობაც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ასავლელად იქნას გამოყენებული.

პირველ რიგში, ყალბი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული საქონელი ორმაგი დანიშნულების იყო. ეს ასე არ არის, ამას არ თვლის, არც ევროკავშირი და არც აშშ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია ჩვენს კოლეგებს მიეწოდება, იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ შეაფასონ, თუ რაიმე დარღვევა იყო არა საქართველოს ნაწილში, არამედ სხვა ქვეყნებთან ნაწილში და უშუალოდ იმ კომპანიასთან მიმართებაში, რომელიც დასახელებული იყო,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში აღნიშნული იყო ინფორმაცია, რომ „ამერიკული წარმოების „რაციების“ გადამცემი და მიმღები მოწყობილობა შუამავალ ქვეყანაში - უზბეკეთში გაიგზავნა და მხოლოდ ამის შემდეგ, ბელარუსში სანქციების გვერდის ავლით მოხვდა“. მოგვიანებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოდან ბელორუსში რადიოკავშირის სისტემები სანქციების გვერდის ავლით გადიოდა, სიცრუეა.

„შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს ,,კომუნიკომმა“, რომელიც წარმოადგენს საქართველოში რადიოკავშირგაბმულობის კომპანიამ MOTOROLA Solutions Inc-ს, მიმდინარე წლის, აპრილის დასაწყისში, ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დაადეკლარირა უზბეკეთის მიმართულებით ქსელური მოწყობილობები, კერძოდ - ,,რადიოკავშირის რეტლანსლიატორი“. აღნიშნული მოწყობილობების უზბეკეთში მიმღები კომპანია იყო - ооо « уэелтехипрм-моторола-Телеком-радио».

აქვე, გაცნობებთ, რომ აღნიშნული საქონელი არ საჭიროებს ექსპორტის ორმაგი დანიშნულების ნებართვას, ხოლო მიმღები კომპანია გახლავთ უზბეკეთში კომპანია „მოტოროლას“ ოფიციალური წარმომადგენელი. დასახელებული საქონელი შპს ,,კომუნიკომს“, ადრეც არაერთხელ ჰქონია იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცეული.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ექსპორტში გაფორმებული საქონელი საბოლოოდ დანიშნულების ქვეყანაში დარჩება თუ შემდგომ, სხვა ქვეყანაში გადაიგზავნება სცდება საქართველოში მოქმედი სახელმწიფო უწყებების კომპეტენციის ფარგლებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს