ხატია დეკანოიძე - ვერავის მოატყუებს კობახიძე - მთელი რიგი კანონების შესაძლებელია სასწრაფოდ იქნას მიღებული, არ სჭირდება ამას გაწელვა და ტყუილები, ჩვენ ამ დღის წესრიგზე ვიმუშავებთ

ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო ოპოზიციის ფუნქცია, რომ საქართველომ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი , - ამის შესახებ ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია იმუშავებს დღის წესრიგზე, თუ რა უნდა გაკეთდეს პარლამენტში იმისთვის, რომ ევროკავშირის მოთხოვნები შესრულდეს.

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ მთელი რიგი კანონები სასწრაფოდ იქნას მიღებული და ამას 6 - თვიანი კომისიების შექმნა არ სჭირდება.

"ვიმსჯელეთ ძალიან კონკრეტულ მექანიზმებზე, რა ფუნქცია გვაქვს ჩვენ, ოპოზიციას. ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო ოპოზიციის ფუნქცია, რომ საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ვერავის მოატყუებს კობახიძე და "ქართული ოცნების" ვერც ერთი წარმომადგენელი, არსებობს საშინაო დავალების და რეკომენდაციების ჩამონათვალი, რომელიც ბრიუსელმა საქართველოს წარმოუდგინა. პირველი, ეს არის რაც არის მიშელის შეთანხმებაში, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, პროკურატურასთან დაკავშირებული კანონი, დეპოლარიზაციის მიმართულებით პოლიტპატიმრების თემა, საკონსტიტუციო ცვლილებები. ანუ მთელი რიგი კანონების, რომელიც სასწრაფოდ რიგგარეშე სხდომებზე შესაძლებელია მიღებულ იქნას, არ ჭირდება ამას გაწელვა და ტყუილები. ჩვენ ამ დღის წესრიგზე ვიმუშავებთ. ხვალ და ამ დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და საზოგადოებას ვაჩვენებთ კონკრეტულად, რა არის გასაკეთებელი, ამას არ ჭირდება 6 - თვიანი კომისიების შექმნა", - განაცხადა დეკანოიძემ.

პარლამენტში ოპოზიციური ჯგუფების შეხვედრა გაიმართა, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატებმა ევროკომისიის მოთხოვნებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს