შალვა პაპუაშვილი არასამთავრობოებზე - სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს და პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში

სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები [არასამთავრობო] სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს და პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, 3 ივლისის აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან პოლიტიკურ განცხადებები გაჟღერება არის პიკი და მათ ირგვლივ, პროცესების ბუნებრივი დასასრული.

მისი თქმით, ამა თუ ორგანიზაციის მთავარი პრობლემა არა თუ პოლიტიკური დღის წესრიგის ქონაა, არამედ ის, რომ საქმე ტყუილთან გვაქვს.

„ამაზე დიდი ხანი ვსაუბრობდით, ვაფრთხილებდით მათ შორის ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ეს საბოლოო ჯამში დამთავრდებოდა მათი დისკრედიტაციით და ასეც მოხდა. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს და პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში, მონაწილე არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესების. გუშინდელი დღე უბრალოდ იყო პიკი, როდესაც ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომლებიც ჩვეულებრივად, პოლიტიკურ პარტიებად იქცნენ. ამიტომაც არის ვხედავთ, საკუთარი მხარდამჭერებიც კი მოუწოდებენ, რომ ალბათ დრო არის ისინი გადაკეთდნენ პოლიტიკურ პარტიებად. სამწუხაროა, რადგან ამ პროცესს ვხედავთ დიდი ხანია, მათ შორის 2020 წლის არჩევნებმა აჩვენა ეს, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული იყო მანიპულაციებში.

ეს არის პროცესის ის ბუნებრივი დასასრული, რომელშიც ისინი შესული იყვნენ, საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად. პრობლემა ის კი არ არის, პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდეს ამა თუ იმ ორგანიზაციას, პრობლემა ყოველთვის არის ის, როდესაც საქმე გვაქვს ფარსთან, როდესაც ამოფარებული არის ერთ სურათს, თითქოს ეს მიუკერძოებელი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციაა. სინამდვილეში, ეს არის საკუთარი დღის წესრიგის მქონე ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამოქალაქო საზოგადოებასთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, როდესაც "თვითგამოცხადებული არასამთავრობო ორგანიზაციის" წარმომადგენლები აანონსებენ საკუთარ რევოლუციურ გეგმებს, ეს თავისთავად კითხვის ნიშნებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რა დგას ამ ყველაფრის უკან და "კიდევ ერთხელ აჩვენებს, ეს არის ჩვეულებრივი, ხელისუფლების ხელში ჩაგდების პოლიტიკური გეგმა, ოღონდ დემოკრატიის გვერდის ავლით".

"მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია ხალხის მხრიდან და ცდილობენ სახალხო მანდატის გარეშე, ჩაერთონ ხელისუფლებაში და მიიტაცონ ხელისუფლება, შეფუთონ, როგორც ეროვნული თანხმობის მთავრობა იძულებით. პირველი ტალღა 2020 წლის შემდეგ იყო, როდესაც პარტიები ცდილობდნენ რევოლუციას, რაც დასრულდა ამ პარტიების სრული დისკრედიტაციით. შემდეგ ვნახეთ ტელევიზიები, რომლებიც აწყობდნენ რევოლუციას, ეს დასრულდა სრული ჩაშლით, ასევე ამ ტელევიზიების დისკრედიტაციით. ახლა ვხედავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს