შალვა პაპუაშვილი - ევროკომისიის პრიორიტეტების შესრულება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - ოპოზიციის არჩევანია ამაში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა

ევროკომისიის 12-პუნქტიანი პრიორიტეტების შესრულება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - ოპოზიციის არჩევანია ამაში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება საქართველოს სახელმწიფოსა და ევროკავშირის ურთიერთობების ნაწილს წარმოადგენს.

“ხანდახან 19 აპრილის შეთანხმების არსს ვერ იგებენ. 19 აპრილის შეთანხმება იყო შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ევროკავშირი შუამავლად გამოდიოდა, მაგრამ ეს არ იყო შეთანხმება ევროკავშირთან. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობაზე ჩვენს განაცხადს და ასოცირების დღის წესრიგს, ეს არის სახელმწიფოს ურთიერთობა ევროკავშირთან, მათ შორის ვალდებულებები, რომელიც აღებული გვაქვს როგორც სახელმწიფოსა და ხელისუფლებას ევროკავშირთან ურთიერთობებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დიდია რისკი იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილმა პროცესს ხელს შეუშალოს, რათა ამ გზით ხელისუფლება შეცვალოს.

“ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ამას გავაკეთებთ გამჭვირვალედ და ანგარიშს საზოგადოებას ჩავაბარებთ, რათა საბოლოოდ გამოჩნდეს, ვინ არის ის, ვისაც უნდა ევროპა და მოძრაობს ამ ტრაექტორიით როგორც სიტყვით, ასევე საქმით და ვინ არის ის, ვინც პროცესს უშლის ხელს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი