იაგო ხვიჩია - ჩვენ ყველგან მივიღებთ მონაწილეობას, რათა დავინახოთ, რა პროცესია ეს და „ქართულ ოცნებას“ არ ვათქმევინოთ, რომ რაღაც ჰქონდათ შეთავაზებული და ოპოზიციამ ხელი უკრა

ჩვენ ყველგან მივიღებთ მონაწილეობას მინიმუმ იმისთვის, რომ დავინახოთ, რა პროცესია ეს და „ქართულ ოცნებას“ არ ვათქმევინოთ, რომ რაღაც ჰქონდათ შეთავაზებული და ოპოზიციამ ხელი უკრა, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი" მონაწილეობას მიიღებს ყველა ფორმატში, იქნება ეს "ქართული ოცნების" დაანონსებული სამუშაო ჯგუფების შექმნა თუ მათი 12- პუნქტიანი გეგმის კომიტეტებში განხილვა. მისი თქმით, ის ასევე აპირებს კომუნიკაციას ოპოზიციასთან. ხვიჩია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია და რიგგარეშე სხდომის მოწვევასაც მხარს დაუჭერს.

"კომიტეტებზე ოპოზიციაც, ხელისუფლებაც და ჩვენც აქამდეც დავდიოდით. ვფიქრობ, ამ მოსმენებს ოპოზიცია უნდა დაესწროს, მეც უნდა დავესწრო და სხვებიც. უნდა გავიგოთ მართლა რა უნდა "ქართულ ოცნებას", რა არის შემოთავაზება, რასაც აკეთებენ და რამდენად აქვს კავშირი მას ევროინტეგრაციასთან. ადამიანებს ყოველდღიურ რეჟიმში უნდა მოვუყვეთ, რასაც ვაკეთებთ "ქართულ ოცნებასთან," ეს გვეხმარება ევროინტეგრაციის გზაზე თუ ფორმალურად არის გაკეთებული იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" რაღაც პროცესი შექმნას. ჩვენ ყველგან მივიღებთ მონაწილეობას მინიმუმ იმისთვის, რომ დავინახოთ, რა პროცესია ეს და "ქართულ ოცნებას" არ ვათქმევინოთ, რომ რაღაც გვქონდა შეთავაზებული და ოპოზიციამ ხელი გვიკრა, პარალელურ რეჟიმში ველაპარაკებით ოპოზიციას იმაზე, თუ რა იქნება მათი აზრით პოლარიზაციის დამამთავრებელი, როდის შეწყვეტს ჩხუბს, რა უნდა გააკეთოს ამისთვის ხელისუფლებამ და რა უნდა მოხდეს, რადგან მიგვაჩნია, რომ მთავარი შემაფერხებელი ევროინტეგრაციის პროცესისა არის ჩვენი ჩხუბი, პოლარიზაცია, რაზეც მოდის შენიშვნების დიდი ნაწილი, დეოლიგარქიზაციაც შენიშვნების ეს ნაწილია. შესაბამისად, გვინდა ოპოზიციის მხრიდან დავინახოთ, რა არის ის, რის გამოც ისინი ჩხუბს შეწყვეტენ, მერე დავაკვირდეთ ხელისუფლების ნაბიჯებს, რომ ზუსტად ვიცოდეთ, ვინ ჩაშლის ამ პროცესებს,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი