პაატა მანჯგალაძე - პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

პირდაპირ ვეუბნები ირაკლი კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ! - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, დეპოლარიზება იმის პროპორციულად მოხდება, რა პროპორციითაც ივანიშვილი მიტაცებულ ძალაუფლებას დააბრუნებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ ნდობა არ არსებობს და სწორედ ამიტომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესი მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგით ვერ წარიმართება.

"საქართველოს მოსახლეობოს 85%-ზე მეტის ნებაა, საქართველო პოლიტიკურად და ეკონომიკურად ევროკავშირის ნაწილი გახდეს. ხელისუფლება, რომელიც ამ ნების რეალიზებას არ ემსახურება, ლეგიტიმაციას და ძალაუფლებას აუცილებლად დაკარგავს. ეს ჩვენი ყველას ეროვნული ამოცანაა და პროცესი მხოლოდ "ქართული ოცნების" დღის წესრიგით ვერ წავა - პროცესს თანხმობა სჭირდება. 100 000 ადამიანის ქუჩაში გამოსვლა იმას მიუთითებს, რომ ხალხი ხელისუფლებით უკმაყოფილოა და ამ ყველაფერს აპროტესტებს. ჩვენ შევხვდებით არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციას, შევხვდებით მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც - გვინდა, რომ ეს იყოს საერთო პროცესი და არა "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის პროცესი. პირველი რიგის ამოცანა, ოლიგარქის მიერ მიტაცებული ძალაუფლების დაბრუნებაა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში